
ტერმინი "Web 2.0" 2004 წელს გაჩნდა და დღემდე არსებობს. Web 2.0 სწორედ ის ინტერნეტ ტექნოლოგიაა, რასაც ჩვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ვიყენებთ და ინტერნეტში მუშაობას გვიადვილებს. Web 2.0-ის მუშაობის სტრუქტურა მთლიანად მომხმარებლებზეა გათვლილი. მისი მეშვეობით ინტერაქტიული ინფორმაციის გაცვლის პროცესი გაადვილებულია და ის თანამშრომლობს World Wide Web-თან. Web 2.0 მოიცავს ყველა იმ საიტს, რომელიც მომხმარებელს გარკვეული სახის სერვისს სთავაზობს: social-networking sites, video-sharing sites, wikis, blogs, mashups, and folksonomies, web-based communities, web applications.Web 2.0 მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ურთიერთქმედებაში იყვნენ სხვა მომხმარებლებთან და საიტის მხოლოდ პასიური დათვალიერებით არ შემოიფარგლონ, როგორც არაინტერაქტიული ვების მომხმარებლები. Web 2.0-ის მომხმარებლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის მოძიებაა. მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი მონაცემთა ბაზა ჰქონდეთ Web 2.0 საიტებზე და სუვრილიდსამებრ აკონტროლონ მონაცემები, გააფართოვონ პარამეტრები, დაამატონ აპლიკაციები და ა.შ.
No comments:
Post a Comment