
შეგიძლიათ მოიფიქროთ რამე ისეთი ორიგინალური და უნივერსალური, რაც ჯერ არავის მოუფიქრებია? ალბათ არა __ ეს პასუხი ჩემი აზრით დღეს ყველაზე ხშირად ჟღერს, თუმცა ასეთი ფიქრებით იდეას თვითნებურად დავბლოკავთ და დაბლოკილ იდეებს შორის შეიძლება ერთი ისეთიც გამოერიოს, რაც შემდგომში დიდი წარმატების მომტანი გახდეს. ორიგინალური იდეით იყვნენ შეპყრობილები კალიფორნიაში სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, როდესაც Google-ის შექმნის იდეა მოუვიდათ. რაც მთავარია იდეა თვითნებურად არ დაბლოკეს, ფინანსურ პრობლემებსაც არ დანებდნენ და პროექტის განსახორციელებლად ბრძოლა დაიწყეს. ის რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული Google არსებობს ორ სტუდენტს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის უნდა ვუმადლოდეთ. ყველაფერი 100.000 დოლარით დაიწყო. მოგვიანებით პროექტში 25 მილიონი დოლარი ჩაიდო, რის შემდეგად დაფინანსება უფრო და უფორ გაიზარდა. სტენფორდის 2 სტუდენტი დღეს მსოფლიოში ერთერთი უმდიდრესი ადამიანები არიან. Google-ის შექმნის ისტორიას არ მოვყვები და რადგან დღეს ყველაზე ხშირად პოპოულარული და წარმატებული ადამინების ინტერვიუებს კითხულობენ , ამიტომ პატარა ამონარიდს შემოგთავაზებთ Google-ის შემქმნელის სერგეი ბრინის ინტერვიუდან. ვფიქრობ ამ ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით რითი ერთობიან სკოლაში მომავალი მილიარდების მფლობელები J ”მახსოვს როცა სკოლაში ვსწავლობდი მყავდა ერთი ძალიან კარგი მეგობარი, რომელსაც მაკინტოში ქონდა, ის იყო ერთერთი პირველი ვინც კომპიუტერს ფლობდა და მასთან ერთად ჩვენ მთელი დღეები ინტერნეტში დავძრომილობდით. ჩვენ გვქონდა პატარა პროგრამა, რომელსაც ჩვენთან დალაპარაკება ( უკუკავშირი შეეძლო ). ამან შტაგვაგონა დაგვეწერა პროგრამა, რომელსაც სერიოზულობის სიმულირება შეეძლო. მე მახსოვს ჩვენ დავწერეთ პროგრამა, რომელსაც ახლა "OCR" ანუ ოპტიკური სიმბოლოს ამოცნობის პროგრამა ქვია. ეს მხოლოდ გასართობად იყო და მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მართლა პირველი შემთხვევა, როდესაც მე ეს გრძნობა განვიცადე!
No comments:
Post a Comment