
ბლოგებზე წერა მსოფლიოში ადამიანებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთერთი ყველაზე გავრცელებული და პოპოულარული ფორმაა. ბლოგი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტია, სადაც მომხმარებელი სისტემატიურად წერს სხვადასხვა მოვლენების შესახებ, რომელსაც ხშირად თან ახლავს ვიზუალური მასალაც. ბლოგებზე ხშირად იწერება კომენტარი ან ახალი ამბის მომცველი ინფრომაცია, ზოგჯერ კი ონლაინ დღიურს წარმოადგენს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეომასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog). პირველი ბლოგი 1999 წლის აპრილიდან გამოჩნდა, მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყენებდა. 2007 წლის დეკემბრისთვის კი, ბლოგების ძიების სისტემა Technorat-მა 112 მილიონი ბლოგი დაითვალა. ქართველი ბლოგერები რამდენიმე წლის წინ გამოჩნდნენ, მათ უმეტესობა უცხოურ ბლოგებზეა დარეგისტიტებულ. ქართული ბლოგოსფერო განვითარების ეტაპზეა. პირველი ქართული ბლოგ-კატალოგი blogroll.ge 2009 წლის ოქტომბერში ამოქმედდა. blogroll.ge-ს გარდა უმარვარი ქართული ბლოგების უამრავი სხვა საიტებიც არსებობს, რომლებიც უცხოურ დომეინებზეა განთავსებული: http://freelandia.wordpress.com, http://www.dgiuri.com, http://bigcrow.ge, http://dodka.ge და ა.შ. ქართული ბლოგოსფერო განვითარების ეტაპზეა. მომხმარებლები ყოველდღიურად მატულობს და ასევე მატულობს თემების მრავალფეროვნებაც. ნებისმიერი მოვლენა_პოლიტიკა, კულტურა, მედია, ბიზნესი/ეკონომიკა, განათლება, მედიცინა, პირადი და კიდევ სხვა მრავალ თემაზეა დაწერა შესაძლებელი.
ცოტა ფორმალური პოსტი გამოგივიდა მემგონი :) შეეცადე მომავალში მეტად დაეყრდნო პირად მოსაზრებებს, უფრო თავისუფლად წერო :)
ReplyDeletetaa.ge
ReplyDeleteadgilobriv domeinze :)