Sunday, April 18, 2010

ყველაფერი wiki-ს შესახებ


გარემო, სადაც ვცხოვრობთ უამრავი კომპონენტისაგან შედგება. ჩამოთვლას არ დავწყებ რადგან ყველა ადამიანს სხვადასხვა კომპონენტები გაახსენდება გარემოს წარმოდგენისას, თუმცა ერთ საკითხზე შევთანმხდეთ _ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა ერთ უწყინარ და სრულიად უანგარო საიტზე Wikipedia.org_ზე შეგვიძლია თავმოყრილი. რა არის ვიკიპედია? ეს ხომ ყველამ ისედაც ვიცით. ვიკიპედიას დაახლოებით იმ რაოდენობით ვიყინებთ რა რაოდენობითაც google_ში საიძიებო სიტყვას ვწერთ __ ეს ყველაფერი რაც ეხლა ვთქვი მანამდედაც ვიცოდი, თუმცა არ ვიცოდი ვიკიპედიას წარმოშობის და შემქმნელების შესახებ. დღეს ერთერთი ყველაზე რეიტინგული და საჭირო საიტი ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ შეიქმნა, არავითარი განსაკუთრებული ადამიანები, ისინი ჩვეულებრივი მომხმარებლები არიან და ერთერთი მათგანი მეც და ვინც ახლა ჩემ ბლოგს კითხულობს ისიც ანუ შენც შეგიძლია გახდე J დაწერო ის რაც გაგიგია, შეიტანო შესწორება, დატოვო შენი კომენტარი და ა.შ. ყველა ის ინფორმაცია რაც ვიკიზეა განთავსებული და რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ მინდა გითხრათ რომ ზოგჯერ მცდარია! დიახ მცდარი რადგან ამ ინფორმაციას ჩვეულებრივი ადამიანები ანთავსებენ! რედაქტირება, შესწორება, კომენტარები _ ეს უკვე შემდგომი პროცესია, თუმცა მინდა ყველა გაგაფრთხილოდ თუ ვიკიზე წაკითხულ ინფორმაციაზე თქვენი ბედი, კარიერა ან ჯამრთელობაა დამოკიდებული ნუ დაეყრდნობით ბოლომდე ვიკის! ასეთ დროს გირჩევთ გაიღოთ მცირედი თანხა და web 1. _ ის საამაყო ქმნილებას britannica onlines მიმართოთ. ფასია მაგრამ უტყუარია!

3 comments:

  1. ველი ახალ თემას ინტერნეტის სტატისტიკის პროგრამებზე :)

    ReplyDelete
  2. მიყვარს შენი ბლოგები :*

    ReplyDelete
  3. ხვალამდე გაძელი და საღამოს თავად გაგაცნობ სტატისტიკის პროგრამებს :P

    ReplyDelete