
ქართული ინტერნეტ მედია
ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვირტუალური მედია საშუალებების აქტიური გამოყენება ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო. ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის ვებ გვერდები დროთა განმავლობაში მრავლდება და საზოგადოების ცხოვრებაში ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მედია საშუალებებისათვის ინტერნეტ სივრცის გამოყენება თანდათან უფრო პოპულარული ხდება, ეს ფაქტი მომხმარებლის ინტერესებიდანაც არის გამოწვეული. საქართველოში თითქმის ყველა მედია საშუალებას თავისი ვებ გვერდი გააჩნია, საიდანაც ამომწურავად არის შესაძლებელი იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც კონკრეტული მომხმარებლისთვისაა საინტერესო. მედია საშუალებების საიტების გარდა, ბოლო წლებში ქართულ ინტერნეტ ბაზარზე დამოუკიდებელი ინტერნეტ ჟურნალების რიცხვიც გაიზარდა. ერთერთი ასეთი ინტერნეტ მედია საშუალებაა civil.ge. ეს არის საიტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია სამ ენაზე ( ქართული, ინგლისური, რუსული) წაიკითხოს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების და ახალი ამბების შესახებ (Daily News Online). პორტალი 2001 წელს საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, USAID Georgia-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით შეიქმნა. civil.ge არის ერთერთი მაღალრეიტინგული ინტერნეტ მედია საშუალება, რომელსაც დღის განმავლობაში ათასობით ვიზიტორი ჰყავს. საიტზე განთავსებულია არამარტო დღის აქტუალური ამბები, არამედ ინტერვიუები პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ეკონომიკაში მიმდინარე უახლესი მოვლენები, არჩევნებთან დაკარვშირებული ინფრომაცია და არქივი, რომლის საშუალებითაც საიტის გაშვების პირველივე დღიდან ატვირთული ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. ეს არის საინფორმაციო პორტალი, რომელიც მუდმივად განახლებადი და ინფორმაციულია. საქართველოში შექმნილია მრავალი დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტი (interpressnews.ge, ambebi.ge, presa.ge, medianews.ge ), რომელებსაც ქართველი მომხმარებელი აქტიურად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
უკეთესი იქნებოდა რომ ვებგვერდების მისამართები ლინკები ყოფილიყო. ამგვარად მკითხველს საშუალება ექნებოდა პირდაპირ "დაეკლიკა" მათზე. თმომავალ ლექციაზე გამახსენე და განახებ როგორ კეთდება "დალინკვა". ამასთანავე ჯობია რომ შენი "პოსტები" არა როგორც დავალება დაგეწერა, არამედ გეცადა შენი ბლოგი ყველასათვის საინტერესო გაგეხადა. პრინციპში კარგათ წერ და უბრალოდ აქცენტი იმაზე გააკეთე რაც თავად შენთვის არის საინტერესო და შესაბამისად შენნაირი მკითხველისათვისაც იქნება საინტერესო :)
ReplyDeleteანუ თავად ტონიც უფრო ისეთი ყოფილიყო რომ თითქოს შენს მეგობარს უყვები რაღაც საინტერესო ამბავს :)
:) მადლობა
ReplyDeleteმთელი ჩემი ოჯახი შენი blog-ის follower-ია ნიიინ :*
ReplyDeleteმეც ეგ პრობლემა მაქვს ნელნელა დავიხვეწებით არაუშავს ნინ :*
ReplyDelete